ქალაქ ბარში, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც ქართველ ემიგრანტს ლელა ლაჩაშვილს შეემთხვა, საქართველოს საკონსულო სამსახური სრულ მზადყოფნას გამოხატავს, მომხდარ ფაქტს სამართლებრივი განვითარება მიეცეს.

საუაბარია იტალიელი ახალგაზრდების მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე, რომლებმაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაწყოფა ქართველ ემიგრანტ ქალბატონებს მიაყენეს

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში იტალიაში მცხოვრები ლეილა ლაჩაშვილი წერდა, რომ უცხოელის მიმართ სიძულვილი თუ ცუდი აღზრდა⁉️ გუშინ მეგობარი ჩამოვიდა ერთი დღით ბარში, მთელი დღე ერთად გავატარეთ და საღამოს (ასე 6 საათზე) წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ავედით ზღვის სანაპიროს მხრიდან. ტაძარში ნახევარი საათი გავჩერდით და ფეხით დავუყევით “ბარი ვეკიას” ვია სპარანოსკენ ავიღეთ გეზი. თებერვლისთვის უჩვეულოდ თბილი საღამო იყო და სასაუბროს რა გამოლევს მეგობართან, მითუმეტეს ამინდიც თუ ხელს გიწყობს განწყობაში. არ მახსოვს რომელი კათოლიკური ტაძარია გზად რომ უნდა გამოიარო, წინ კიბეებით და პატარა ფილებიანი მოედნით. დაბნელებული იყო მარა წინ ბურთით მოთამაშე მოზარდები მაშინვე შევნიშნეთ. საუბრით მივუახლოვდით და ის იყო უნდა გამოვცდენოდით, რომ ჩემს მეგობარს მძიმე ტყავის ბურთი მოხვდა თავში. შევჩერდი და შეწუხებული ვცდილობდი მის დამშვიდებას, რათქმაუნდა არ მიფიქრია ბიჭების დადანაშაულება… ასე ხშირად ხდება, რომ შემთხვევით ბურთს მოგარტყავენ და მერე მოგიბოდიშებენ. ვიდრე მე მეგობარს ვამშვიდებდი სრული ტანის მაღალი მოზარდი შედგა ჩვენს წინ ბეტონის მოედანზე მაღლიდან გადმოგვხედა და ჰკითხა ჩემს მეგობარს: “გეტკინაა”⁉️

ჩემმა მეგობარმა კიო უპასუხა და ჩემი არ იყოს ბოდიშის მოლოდინში გზის გაგრძელება დააპირა, ცრემლიანი თვალებით ახედა ბიჭს და აქ მოხდა ის რამაც გადამაწყვეტინა დამეწერა ეს ამბავი, ბიჭი დაიხარა აიღო ბურთი და პირდაპირ სახეში ესროლა გოგოს. ეს ისე მოულოდნელად მოხდა სახეზე ხელის აფარებაც ვერ მოასწრო, სათვალე რომლის გარეშეც ვერ ხედავს მოსძვრა და ძირს დაეცა, მსუქანი ბიჭი ფეხით შედგა სათვალეს და რაც შევძელი ის იყო რამ ფეხსაცმელიდან გამოვაცალე მინა ამოგდებული სათვალე და ვეცი ტელეფონს კარაბინერებთან ვრეკავთქო. ტელეფონი დამაგდებინეს ხელიდან ჩემს მეგობარს ჩანთაზე ეკაუწებოდნენ და ადამიანზე დაგეშილი ლეკვებივით გვივლიდნენ გარშემო. მსუქანი სავარაოდოდ მათი “ატამანი” საკმაოდ მკაფიოდ გამოთქვამდა სიტყვებს დაახლოებით ამ შინაარსით: ” თქვენ უცხოელები ხართ, უსაბუთო, თქვენ ვერ დარეკავთ კარაბინერებთან, თქვენ თვითონ დაგიჭერენ” და თვალებში საშინელი ზიზღი ედგა. იმდენად შემაძრწუნებელი ამბავი იყო რომ მიუხედავად იმის გაქცევა შეიძლებოდა ვერ (ანუ არ) გავიქეცით ჩემი დაშლილი ტელეფონი ჯიბეში ჩავიყარე და ხმამაღლა დავიწყე ყვირილი, ვეძახდი კარაბინერებს. ამან გასჭრა აშკარად და ისინი ჩაბნელებულ შუკებში მიიმალნენ. ვიჯექით ეკლესიის ბეტონის კიბეებზე, ჩემს მეგობარს თავი სტკიოდა, მე ტელეფონის წართმევის დროს ნაღრძობი მუხლი, შანსი იყო კიდევ მობრუნებულიყვნენ, მარა იმდენად მძიმე იყო შეურაცხყოფა, დამცირების ატანა იმ ადგილს ვერ ვტოვებდი და გაოგნებულებს ნატკენზე მეტად გვტკიოდა სული და თავმოყვარეობა. ეს სიტყვები ამ ბავშვებს, ხომ ოჯახში ჰქონდათ მოსმენილი, სტრანიერების უუფლებობის შესახებ რასაც ასე გულმოდგინედ და ზიზღით გვიმეორებდნენ, აი ესაა პრობლემა, რატომ უნდა სძულდეთ ადამიანები ვინც მათ, ბებიებს, ბაბუებს , დედებს, ბიძიებს სიცოცხლეს უვლიან და უხანგრძლივებენ. ათიოდე მოზარდი იყო ნუთუ მათ სანათესაოში არავინ იყო მომვლელის მადლიერი? არა ეს ტყუილია და შეუძლებელი, მაგრამ ასეთი სიძულვილს უცხოელის თანაც დაუცველი ქალების მიმართ, ხომ უნდა ჰქონდეს გამართლება⁉️

ჯგუფში არიან იტალიელები და ეგებ მათი ოჯახების საერთო ნაცნობიც აღმოჩნდეს, (სავარაოდოდ ბარი ვეკიაში ცხოვრობენ ისინი)ძალიან მინდა მივიდეს მათი მშობლების ყურამდე რომ ასეთი ბიჭები, ვინც ქალზე ხელს ასწევენ, თუნდაც უცხოელზე და თუნდაც ყველაზე დაბალი სოციალური სტატუსის მქონეზე, აუცილებლად ასწევენ ხელს მათზე; დედაზე, ბებიაზე, დეიდაზე, ცოლზე…. და ეს მათი პრობლემა გახდება წლების მერე როცა ასეთი კაცების გვერდით მოუწევთ ცხოვრება. თორემ ჩვენ არაფერი დაგვაკლდება ამით… მაშინ მე ალბათ ჩემს ბიჭებთან ვიქნები საქართველოში, რომლებიც უკანასკნელ ქუჩის ქალზეც არ ასწევენ ხელს, იმიტომ რომ ბავშვობიდან ვასწავლიდი: “კაცი როდესაც ქალს შეეხება იქ მთავრდება მისი კაცობა”