ტარანტოს პროვინციაში ძარცვის ფაქტზე 39 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მძარცველმა იტალიელი მოხუცი ქართველი შინამოსამსახურის დახმარებით გაძარცვა – იუწყება იტალიური მედია La Gazzetta Del Mezzogiorno-ი.

ძარცვა იტალიაში, ტარანტოში პაოლო IV-ს რაიონში მოხდა. დაზარალებულის ქალიშვილმა მოხდარი შენიშნა და დაუყოვნებლივ ძმას შეატყობინა, რომელიც შემთხვევის ადგილზე დროულად მივიდა. მძარცველსა და ქურდს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც მძარცველს ნაძარცვი, ოქროს საქორწინო ბეჭედი, ჯიბიდან ამოუვარდა. ადგილზე გამოძახებული იქნა პოლიციელები. მძარცველი მათ მიერ იქნა დაკავებული.

შინამოსამსახურემ დაკითხვაზე აღიარა, რომ მძარცველი მისი მითითებით მოქმედებდა.

ავტ: ხათუნა შარაძე
წყარო: exclusivetv.ge