ჩრდილოეთ იტალიაში უხვი თოვლი მოვიდა. ზოგიერთ ადგილას თოვლის სიმაღლე 2 მ-ს აღწევს.

მოსახლეობას სახლიდან გასვლა უჭირს, რადგან ზღურბლი თოვლითაა დაფარული.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ავტომფლობელები იძულებულები არიან, მანქანები თოვლიდან ამოთხარონ.

უამინდობის გამო რამდენიმე სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის მოქალაქეებს ურჩევს, ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობისგან თავი შეიკავოს.

მეტეოროლოგების ცნობით, უამინდობა იტალიაში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.