აშშ-ში, სპორტულ მატჩებზე კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები ამოიცნობენ.

NBA-ის საკალათბურთო კლუბი “Miami Heat” პირველი იქნება, რომელიც COVID-19-ის დასადგენად ძაღლებს გამოიყენებს. მოედანზე ადგილების დაკავებამდე, ყველა გულშემატკივარს ცხოველების მიერ შემოწმების გავლა მოუწევს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ინფიცირებული პირების იდენტიფიკაცია ყნოსვის საშუალებით ხდება. დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, ძაღლი დაინფიცირებული პირის გვერდით დაჯდება.

ანალოგიურად, გაწვრთნილი ძაღლების გამოყენება იტალიაშიც იგეგმება.