იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილი პირველი ადამიანის წლისთავი აღნიშნეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო AP იუწყება.

პანდემია ჩრდილოეთ იტალიის ქალაქებში გავრცელდა, საიდანაც იგი მთელ ქვეყანას მოედო. იტალია ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ლოქდაუნი გამოცხადდა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

დღეს, იტალიის მაცხოვრებლებმა კორონავირუსის ინფექციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი. ღონისძიებას ლომბარდიის გუბერნატორი და ქალაქის მერიც ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 2020 წლის 21 თებერვალს, ვენეტოს რეგიონის ქალაქ ვოში დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით 2 809 246 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 95 718 ინფიცირებული გარდაიცვალა.