იტალიაში 80 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას უკეთებენ. ეს ეხება იმ ასაკოვან პირებს, რომლებიც მოხუცთა თავშესაფარში არ ცხოვრობენ.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე, იტალიაში ვაქცინაცია მხოლოდ საავადმყოფოს მუშაკებს, ასევე სამედიცინო პერსონალსა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადრებს ჩაუტარეს. ეს ეტაპი 27 დეკემბერს დაიწყო. შემდეგ ჯანდაცვის მუშაკების ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ახლა იტალიაში ფაქტობრივად მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის კამპანია იწყება, რომელიც უფასო და აბსოლუტურად ნებაყოფლობითია. პრიორიტეტი ენიჭებათ რისკის ქვეშ მყოფ პირებს, პირველ რიგში მოხუცებს, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში პაციენტების უმრავლესობას შეადგენენ.

ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მარტის ბოლოს ქვეყანაში 5,9 მილიონი ადამიანი უნდა აიცრას, აპრილში 13,7 მილიონი, მაისის ბოლოს კი – 21,5 მილიონი ადამიანი. ვაქცინაციის კამპანია სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს დასრულდება.