იტალიაში 500 ათასი “უხილავი“ ადამიანია ვაქცინაციის გეგმის გარეთ. უსახლკაროები, ლტოლვილები, და მიგრანტები

იტალიაში 500,000 “უხილავი” ადამიანია, ხალხი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობს იტალიის ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული თვალსაზრისით არ არსებობენ. ისინი არიან უსახლკაროები, იტალიელები და უცხოელები, რომლებიც დოკუმენტებისა და ბინადრობის ნებართვების გარეშე ცხოვრობენ. ისინი ევროკავშირის მოქალაქეები არიან და არალეგალურ პირობებში, ბინადრობსი უფლების გარეშე ცხოვრობენ, რის გამოც ვაქცინააციის გეგმის მიღმა რჩებიან.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

საცხოვრებლელი პირობების, უაღრესად კრიტიკული მდგომარეობის მიუხედავად, ისინი თავისთავად წარმოადგენენ სოციალურ-ჯანმრთელობის რისკის ფაქტორს.

საემიგრაციო საკითხებზე მომუშავე ასოციცებმა, ჯანდაცვის მინისტრს რობერტო სპერანცასა და მოადგილეს სანდრა ძამპას წერილით მიმართეს. ისინი ითხოვენ, რაც შეიძლება მალე გამოქვეყნდეს მითითებები, რომლებიც განსაზღვრავს 500 ათასი ადამიანის ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში მოქცევის წესებს.

Istituto Superiore di Sanità– ს მიერ მოწოდებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ Covid-19– ს მიმართ პოზიტივის შემთხვევები უცხოელებში უფრო ნაკლებია, ვიდრე რეზიდენტ მოქალაქეებში. ასოციაციები ამბობენ, რომ ”უცხოელებში არის დაგვიანებული დიაგნოზი, რაც კლინიკურ გამწვავებამდე მიდის. დიაგნოზის დაგვიანებას, ხშირად ცუდი სოციალური პირობები და სამედიცინო მომსხაურების არ ქონა განსაზღვრავს ”.

ასოციაციები, ჯანდაცვის მისნიტრთან გაგზავნილ წერილში ხაზს უსვამენ ევროკავშირის მიერ შემუშავებულ პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიას, რომლის მიხედვითაც ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს.

მოამზადა: ხათუნა შარაძემ
წყარო exclusivetv.ge