როგორც იტალიური მედია იუწყება გუშინ 13 იანვარს იტალიის ქ. მოდენაში, საგზაო პოლიციის თანამშრომლებმა, Covid-19 საგანგებო სიტუაციების მოთხოვნების შესაბამისად გადამოწმების მიზნით ბულგარეთის სანომრე ნიშნის ქვეშ მოძრავი სატვირთო ავტომობილი შეაჩერეს რომელსაც საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე მართავდა.

აღნიშნული სატვირთოს შემოწმების შედეგად ტვირთს (კომპიუტერული ტექნიკა, კოსმეტიკა და აქსესუარები ძაღლებისთვის) შორის დაახლოებით 22 კგ კოკაინი აღმოაჩნეს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

როგორც პოლიციიდან აცხადებენ: ზ/ხსენებული სატვირთოს შემოწმების მიზეზი, მძღოლის საეჭვო ნერვიულობა გახდა. ტვირთის საგულდაგულოდ შემოწმების შემდეგ, სატვირთო ა/მანქანაში აღმოჩენილი იქნა სამალავი სადაც 20 ერთეულად შეფუთული თითოეული დაახლეობით 1 კგ წონის კოკაინი აღმოაჩინეს, რომლის საშუალო საბაზრო ღირებულება 3 მილიონ ევროს შეადგენს.

საქართველო მოქალაქე (რომლის ვინაობა არ სახელდება) დაკავებული იქნა დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვისათვის. ხოლო მისი ა/მ დაილუქა. მიმდინარეობს გამოძება:- ნათქვამია შსს განცხადებაში.