იტალიაში, 21 თებერვლიდან რეგიონები ფერს შეიცვლიან

გუშინ საღამოს ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანზამ ხელი ახალ განკარგულებას მოაწერა, რომლის თანხმად იტალიის ზოგიერთი რეგიონი, კოვიდ ინფექციის გავრცელების გამო, ფერს შეიცვლის.

საუაბრია “ყვითელი“ რეგიონების “ნარინჯისფრად“ და “წითლად“ შეცვლაზე. ცვლილებები ძალაში კვირიდან, 21 თებერვლიდან შევა ემილია რომანიაში, მოლისესა და კამპანიაში. ეს რეგიონები ყვითელიდან ნარინჯისფერზე გადადიან.

იტალიაში სამი რეგიონია, რომლებიც covid– ის გავრცელების გამო, ნარინჯისფერი გახდება. ესენია: ემილია რომანია, კამპანია და მოლისე. არცერთი რეგიონი არ გადადის წითელ ზონაში, მაგრამ უმბრიასა და ბოლძანოს პროვინციაში რეგიონალურ დონეზე შეიქმნა წითელი ზონები. ნარინჯისფერ ზონაში გადადის აბრუცო, ლიგურია, ბოლძანო, ტრენტო, ტოსკანა და ემბრია.

ბაზილიკატა, კალაბრია, ფრიული ვენეცია ​​ჯიულია, ლაციო, ლომბარდია, მარკე, პიემონტი, პულია, სარდინია, სიცილია, ვალე დ’ასტა და ვენეტო ახერხებენ ყვითელ ზონაში დარჩენას. ამ დროისთვის არცერთ რეგიონში არ არის ისეთი სიტუაცია, რომ თეთრ ჯგუფში შევიდეს.

ავტორი ხათუნა შარაძე
წყარო exclusivetv.ge