იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგების გაფრთხილების მიუხედავად, 1 თებერვლიდან საკარანტინო შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება. ამის შესახებ გამოცემა DW წერს.

გამოცემის ცნობით, იტალიის 11 პროვინციაში საშიშროების ნარინჯისფერი დონე ყვითლად შეიცვლება. რის შემდეგაც, ამ რეგიონებში კვების ობიექტების მუშაობა კვლავ განახლდება.

იტალიაში, ეპიდემიის დასაწყისიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 2,5 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა თითქმის 88 ათასი ადამიანი, დაახლოებით 2 მილიონი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.