ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიო დრაგი იტალიის ახალ მთავრობას უხელმძღვანელებს. გამოცემა The New York Time-ის ინფორმაციით, მარიო დრაგი იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დათანხმდა.

პრეზიდენტი სერჯიო მატარელა პროფესორ მარიო დრაგის შეხვდა, რომელმაც თანხმობა გამოაცხადა, მთავრობას უხელმძღვანელოს, რომლის შემადგენლობაც მან პრეზიდენტს წარუდგინა“, – ნათქვამია იტალიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ამას წინ უძღოდა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების სერია, რომელთა უმეტესობამ მარიო დრაგს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ახალი მთავრობის ფიცის დადების ცერემონია დღეს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე გაიმართება.

ამასთან,  ჯუზეპე კონტეს მთავრობაში შემავალმა ზოგიერთმა მინისტრმა თანამდებობა შეინარჩუნა. კერძოდ, ახალი მთავრობის შემადგენლობაში კვლავ რჩებიან საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო, შინაგან საქმეთა მინისტრი, ჯანდაცვის, კულტურისა და თავდაცვის მინისტრები.