იტალიის მთავრობამ ავსტრალიაში Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ექსპორტი დაბლოკა. გადაწყვეტილება AstraZeneca-ს იტალიაში მდებარე ობიექტის მიერ წარმოებული ვაქცინის 250 000 დოზას ეხება.

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ავსტრალია არ არის “მოწყვლადი” ქვეყნების სიაში, ამასთან, ევროკავშირსა და იტალიაში ვაქცინების მუდმივი დეფიციტია და რომ 250 000 დოზა საკმაოდ მაღალი რაოდენობაა იმის გათვალისწინებით, რა რაოდენობის ვაქცინაც იტალიას და ზოგადად, ევროკავშირს მისცეს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მხარს ევროკომისიაც უჭერს.

ავსტრალიაში აცხადებენ, რომ იტალიის ნაბიჯით იმედგაცრუებულნი არიან, თუმცა ვაქცინის ერთი პარტიის დაკარგვა მათი პროგრამის მიმდინარეობაზე უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს.

ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ევროკომისიას იტალიის ამ ნაბიჯის გადახედვა სთხოვეს.

წყარო პალიტრა ნიუსი