იტალიამ, კორონავირუსის ახალი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით,  ქვეყნის 20 რეგიონიდან ხუთში შეზღუდვები გაამკაცრა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

გამკაცრებული შეზღუდვები, “წითელი ფერის” რეგიონებში ბარებისა და რესტორნების დახურვას ითვალისწინებს. ამასთან, მკაცრად იზღუდება გადაადგილება და იკეტება ყველა არასასურსათო დანიშნულების მაღაზია.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ლომბარდიის რეგიონი ნარინჯისფერ ზონად გამოცხადდა. მაცხოვრებლებს სახლის დატოვება მხოლოდ სამუშაოზე წასასვლელად ან აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ. კუნძული სარდინია  პირველი რეგიონი გახდა, რომელიც თეთრ ზონად გამოცხადდა.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე კვირაში ინფიცირების ახალი შემთხვევები 35%-ით არის გაზრდილი გასული კვირის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.