რა არის ე.წ. TESSERA SANITARIA: ჯანმრთელობის ბარათი, რომელიც არის პიროვნების პირადი დოკუმენტი. მიეკუთვნება ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურსა და განმტკიცებულია საგადასახადო კოდექსით.

ჯანდაცვის ბარათი იღებს ფისკალური ბარათის შეცვლის ორმაგ როლს, რომელიც გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ფისკალური კოდის ჩვენება და ასევე, როგორც ჯანდაცვის სამსახურის ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტი.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ნებისმიერ უცხოელს რომელიც იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფება კანონიერად ანუ აქვს ბინადრობის უფლება, კანონის საფუძველზე უფლება აქვს მოითხოვოს აღნიშნული ჯანმრთელობის ბარათი.

სად და როგორ მოვითხოოთ TESSERA SANITARIA?

პირველ რიგში უნდა გაირთ რეგისტრაცია ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურში. ამისთვის უნდა

მიმართოთ ადგილობრივ ჯანდაცვის სამსახურს ე.წ. A.S.L.-ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და თან უნდა იქონიოთ შემდეგი საბუთები:

• პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

• ფისკალური კოდი ე.წ. (CODICE FISCALE)

• ცხოვრების ნებართვა ე.წ. (PERMESSO DI SOGGORNO)

• საცხოვრებელი ადგილის ავტოსერთიფიკატი.

რეგისტრაციის შემდეგ შეგიძლიათ, ასევე პირდაპირ მიმართოთ საგადასახადო სამსახურის სააგენტოს ე.წ. Agenzia delle entrate-ს.

რეგისტრაცია ძალაშია ცხოვრების უფლების ვადის ამოწურვამდე და მისი განახლების პერიოდში. თუ პიროვნება მიიღებს უარს ცხოვრების უფლების გაგრძელებაზე რეგისტრაცია ავტომატურად კარგავს ძალას.

რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში პიროვნება იღებს საბუთს ე.წ. “tessera sanitaria”-ს ანუ “ჯანმრთელობის ბარათს”, რომლის მეშვეობითაც მიიღებს უფასო მომსახურებას ზოგად სამედიცინო გამოკვლებზე და სპეციალისტთა მომსახურებაზე, საავადმყოფოში მოთავსებაზე, სისხლის ანალიზებზე, მედიკამენტებზე და რეაბილიტაციაზე.

წყარო exclusiveTV.ge