მილანში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მელი თურმანიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელსაც emigrantebi.ge უცვლელად გთავაზობთ

“2020 წლის სანატორიასთან დაკავშირებით როგორც ცნობილია, ბევრი წლის ლოდინის შემდეგ, იტალიამ , საბოლოოდ გამოუშვა კანონი, ეგრეთწოდებული სანატორია, რომელიც გულისხმობდა სეზონურად და ოჯახში დამხმარედ დასაქმებული პირების რეგულარიზაციას.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

სანატორიით დაინტერესებულთა, ყველაზე მაღალი, პროცენტული მაჩვენებელი ლომბარდიის რეგიონში დაფიქსირდა, შესაბამისად მოთხოვნების განხილვას მეტი დრო დასჭირდება. მეგაპოლისებისთვის დამახასიათებელი თვისებაა, სოციალური პროცედურების დროში გაჭიანურება, ხოლო სანატორია 2020-ს პანდემიაც დაერთო.

ლომბარდიის რეგიონი, ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე, წითელი ზონიდან თითქმის არ გამოსულა, რაც თავისმხვრივ, ნებისმიერ სფეროში იწვევს სისტემის პარალიზებას.

გამომდინარე აქედან, ამ განმარტებას ლომბარდიის რეგიონში მცხოვრები ემიგრანტების მისამართით ვწერ. მართალია დამღლელი და ხანგრძლივი ლოდინი გიწევთ, მაგრამ რამდენადაც ჩანს, აქ არა მხოლოდ ლოდინზე, შიშზეცაა საუბარი. მრავალი მათგანი შეშინებულია ვერ მიღებული პასუხის გამო და შეშფოთებული ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია, თუ რა ხდება იტალიის სხვადასხვა რეგიონებში და ქალქაქებში “სანატორიასთან“ (ლეგალიზაციის დოკუმენტი) დაკავშირებით. უნდა იცოდეთ, რომ პატარა ქალაქებში, პატარა რეგიონებში, ნებისმიერი საქმე ბევრად უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ისეთი მასშტაბის რეგიონებში, როგორიც ლობარდიაა, თავისი დედაქალაქი მილანით.

თუ თქვენს სახლზე მოთხოვნა გაკეთდა ნორმალურად, ყოველგვარი დარღვევის გარეშე, გათვალისწინებული იქნა ყოველი დეტალი, რასაც სახელმწიფო ითხოვდა, მაშინ უბრალოდ უნდა მოიკრიბოთ ნებისყოფა და მოთმინებით დაელოდოთ გამოძახებას სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ელექტრონულ ფოსტაზე მოსული წერილისა თუ სატელეფონო ზარის სახით.“