სოციალურ ქსელში Ka Tia ავრცელებს პოსტს “ISEE”-ის თაობაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე emigrantebi.ge გთავაზობთ აღნიშნულ პოსტს:

2020 წელს, კოვიდის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, იტალიაში მაცხოვრებლებისთვის გაიცა არაერთი სოციალური დახმარება, რაშიც ინდივიდუალური მნიშვნელობა მიენიჭა “ISEE”-ს. 2021 წელს, შესაძლოა, კვლავ გაიცეს გარკვეული ბონუსები პანდემიასთან დაკავშირებით, ამიტომ დოკუმენტი “ISEE” წინასწარ უნდა იყოს მოწესრიგებული.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

აღნიშნული დოკუმენტის სისრულეში მოყვანას საჭიროებს 10 სამუშაო დღე.
“iSEE”_ს მნიშვნელობა:

იტალიის ყველა მოქალაქე თუ ემიგრანტი, რომელიც ოფიციალურად ცხოვრობს ქვეყანაში, ყოველი წლის დასაწყისში, პროფკავშირების სხვადასხვა ფილიალში, აკეთებს ოჯახის წინა წლის საშუალო “შემოსავლის ცნობას“__”ISEE” და ეს ცნობა, ერთი წლის განმავლობაში,გამოიყენება სხვადასხვა ინსტანციებში გადასახადებზე ფასდაკლებისათვის.ესენია__ საბავშვო ბაღი, სკოლა-უნივერსიტეტი, კომუნალურები და ა.შ. ISEE ასევე გამოიყენება შეღავათებისთვის სამედიცინო მომსახურეობისა და მედიკამენტების შეძენისას…

ISEE-სთვის აუცილებელი დოკუმენტები:
განმცხადებლის carta d’identità;
– Codice fiscale ყველა ოჯახისწევრის,რომლებიც ჩაწერილები არიან ერთ მისამართზე;
– საცხოვრებლის ქირავნობის კონტრაქტი (დარეგისტრირებული და არა მხოლოდ ხელშეკრულება);
– 2019 წლის Giacenza media_ფოსტიდან და ბანკებიდან,სადაც გაქვთ ანგარიში გახსნილი (Giacenza media საჭიროა ყველა ოჯახისწევრისგან,თუ აქვთ გახსნილი ანგარიში);
– 2020 წელს გაკეთებული Dichiarazione redito/Unico-“730”.