ისრაელმა და საბერძნეთმა ტურიზმის სფეროში შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტის თანახმად, ორივე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც ვაქცინაცია ჩაიტარეს, მიმოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ.
აბერძნეთის პრემიერ- მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ შეთანხმების ისრაელის ტურისტებს საბერძნეთში შვებულების გატარება ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ.
ნეთანიაჰუს თქმით, ბერძენ კოლეგასთან შეხვედრაზე ვაქცინის სერტიფიკატის -“მწვანე პასპორტის”- საკითხი განიხილეს. ეს საშუალებას მისცემს ისრაელის ტურისტებს, თავისუფლად, ყოველგვარი კარანტინის გარეშე იმოგზაურონ საბერძნეთში, როდესაც საჰაერო მიმოსვლა აღდგება.
შეგახსენებთ, ისრაელი საერთაშორისო ტურიზმს 2021 წლის მარტიდან განაახლებს.