დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, რომ საახალწლო დღეებში მობილობა შეიზღუდოს და შობა-ახალი წელი მოკრძალებულად აღნიშნონ.

 

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

,,წლევანდელი შობა-ახალი წელი უნდა იყოს სრულად განსხვავებული, მოკრძალებული, სახლებში, არ გვინდა ბევრი სიარული, იმიტომ რომ ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი, მობილობაა. ამიტომ, ძალიან გთხოვთ ყველას, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში, თავი შევიკავოთ, რამდენადაც შეგვიძლია.

ეს იქნება დაზოგილი სიცოცხლე, გადარჩენილი ადამიანები და ინფექციის ნაკლები გავრცელება. მერე ისევ იქნება შეზღუდვები, ოღონდ სხვა მექანიზმით,” – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია ,,ფორმულას” ეთერში.