გერმანია კორონავირუსის გავრცელების გამო შეზღუდვების გაგრძელებას 28 მარტამდე გეგმავს, თუმცა მომავალი კვირიდან გარკვეულ შეზღუდვებს შეამსუბუქებს. ამის შესახებ Reuters წერს.

კანცლერმა ანგელა მერკელმა უნდა განიხილოს “ლოქდაუნისა” და შემსუბუქების ვარიანტები 16 ქვეყნის მეთაურებთან ერთად, რადგან კორონავირუსის შემთხვევებმა გერმანიაში 2.4 მილიონზე მეტს მიაღწია.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ცნობილია, რომ გაიხსნება ყვავილებისა და წიგნების მაღაზიები, ტატუს, ფრჩხილისა და მასაჟის ცენტრები.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია აღდგომის დღესასწაულის განხილვაც, სადაც ნათქვამია, რომ გერმანელებმა, თავი უნდა შეიკავონ, როგორც საზღვარგარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით მოგზაურობისგან. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სადღესასწაულო დღეებში ნათესავებთან ვიზიტზე შეზღუდვები დაწესდება.