გერმანიაში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებისა და დაავადების ახალი შტამის გავრცელების თავიდან აცილების გამო, 30 იანვრიდან 17 თებერვლამდე 5 ქვეყნის მოქალაქეების შესვლა იკრძალება. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle იუწყება.

გერმანიის საზღვრები ორი კვირით ჩაიკეტება დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიის, ირლანდიის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკისათვის. გამონაკლისის სახლით გერმანიაში დაბრუნება შეეძლებათ ამ ქვეყნებიდან მომავალ გერმანიის მოქალაქეებსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელებს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსის 2 205 171 შემთხვევაა გამოვლენილი. ბოლო 24 საათის განმავლობაში, 794 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა საერთო რაოდენობა 56 546-მდე გაიზარდა.