ჰამბურგის ერთ-ერთი ვაქცინაციის ცენტრიდან, მძიმედ დაავადებული მეუღლის დასახმარებლად, ექიმმა ვაქცინის ერთი დოზა მოიპარა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild წერს.

გამოცემის ცნობით, 69 წლის მამაკაცმა კაბინეტიდან ვაქცინა ავსებული შპრიცით მალულად გამოიტანა და დერეფანში მომლოდინე მეუღლეს გაუკეთა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

მამაკაცი პოლიციამ მეორე დღესვე დააკავა. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობს.

მეორე მხრივ, ჰამბურგის ჯანდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, მარტინ ჰელფრიხმა განაცხადა, რომ ქალი ვაქცინის მეორე დოზასაც მიიღებს, ვინაიდან მხოლოდ ერთი დოზის შემთვევაში, შესაძლოა, ვირუსის მუტაციის ალბათობა გაიზარდოს და პაციენტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.

ჰელფრიხმა აღნიშნა, რომ ვაქცინები კარგად არის დაცული, რის გამოც მისი დიდი რაოდენობის მოპარვა ფაქტობრივად გამორიცხულია.