საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
ძვირფასო თანამემამულენო!

2021 წლის 13-14 მარტს, ქ . ბარში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, ადგილზე მოემსახურებიან ქ. რეჯო კალაბრიაში და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.

გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები ადგილზე ჩაიბარებენ მოქალაქეებისგან სხვადასხვა სახის საკონსულო და დელეგირებულ ფუნქციების განცხადებებს (სხვადასხვა ცნობების გაცემა, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრული პასპორტის მოთხოვნა, არასრულწლოვნის რეგისტრაცია, პირადობის მოწმობის გაცემა) ასევე, მოქალაქეებს გაეწევათ სამარათლებლივი კონსულტაციები.
მოქალაქეთა მიღება იწარმოებს, მიმდინარე წლის 13 მარტს : 10:00-დან 16 : 00 საათამდე.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

14 მარტს : 10:00-დან 13:00 საათამდე.
ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიღების ადგილი ზუსტდება და დეტალურად რამოდენიმე დღეში მოგაწვდით.
ასევე, გთხოვთ ყურადღება გაამახვილოთ საკონსულო და დელეგირებული ფუნქციების განხორცელებისთვის, მოსაკრებელთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამასთნ დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ გენერალური საკონსულოს სატელეფონო ნომრებზე.
გთხოვთ, ასევე გაიათვლისწინოთ !!!
პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, მოქალაქეების მიღება იწარმოებს იტალიის ტერიტორიაზე დაშვებული კანონის და წესების მიხედვით!
ქ. ბარიში გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები, სისტემატურად განახორციელებენ საკონსულო ოლქების შემოვლას, პანდემიური სიტუაციის გათვლისწინებით.