გასული 24 საათის განმავლობაში, იტალიაში „კოვიდ-19“-ით 477 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 17 246 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით, 16 ათასით ნაკლებია.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით 81 325 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ორ მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ერთ მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.