საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 44 ადამიანი გარდაიცვალა. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 572 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 288 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 449 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 839 PCR ტესტით.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 342 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 228 752-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 981 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 217 973-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 342 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 183 შემთხვევა, აჭარა – 20, იმერეთი – 42, ქვემო ქართლი – 17, შიდა ქართლი – 7, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30, კახეთი – 28, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 181, საიდანაც, 4 320 დამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 085, აჭარაში – 369, იმერეთში – 800. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში – 398, აჭარაში – 91, იმერეთში – 228. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი, მათგან თბილისში – 180, აჭარაში – 24, იმერეთში – 42. 857 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 241 – თბილისში, 457 – აჭარაში, 53 – იმერეთში. 3 004 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 140, აჭარაში – 56, ხოლო იმერეთში – 68.

სულ 6 ოქტომბრიდან – 1-ლი იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 142 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 876 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 652 პირი, აჭარაში – 2 338, იმერეთში – 3 173.