იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 499 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 253 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსის 2 888 923 შემთხვევა დადასტურდა, 97 227 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 387 032 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.