იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 356 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსის 2 832 162 შემთხვევა დადასტურდა, 96 348 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 347 866 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით