ნათია ზაზაშვილი-ქართველი ჟურნალისტი იტალიაში და ორგანიზაცია “ჟალეთის” დამფუძნებელი

იტალიაში 2009 წელს ჩემს დასთან ჩამოვედი. იმ პერიოდში, საქართველოში მედია მენეჯმენტის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მოვლენები ისე განვითარდა, რომ გადავწყვიტე სწავლა იტალიაში გამეგრძელებინა. ჟურნალისტური კარიერაც საქართველოდან დავიწყე, როდესაც 2002 წელს​ აკადემიკოს გარი ჩაფიძესთან და ქალბატონ ელისო სოფრომაძესთან ერთად დავაფუძნე ძალოვანი სტრუქტურების​ საზოგადოებასთან ურთიერთობის ჟურნალი “ფარი”, სადაც​ კორესპონდენტადაც ვმუშაობდი.​

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ამავე წელს ჩემი რედაქტორობით გამოიცა გაზეთ ” ელიტარული ქრონიკის” რამდენიმე ნომერი.​ ამ პერიოდში გავიარე ანტიკრიმინალური ჟურნალუსტიკის კურსიც. იტალიაში ჩამოსვლისთანავე დავიწყე მუშაობა ანტიკრიმინალურ ჟურნალთან, რომელსაც “ჩენტო პასი”( ასი ნაბიჯი) ჰქვია (რომლის ჟურნალისტსაც რეპორტაჟის მომზადების დროს ესროლეს და 100 მეტრში მოკლეს). ჟურნალში ყველა სტატიას ვბეჭდავდი პუტინის კრიმინალურ ქმედებებზე საქართველოს ტერიტორიაზე. იტალიური მედია სამწუხაროდ პუტინის მიმართ დიპლომატიურ დისტანციას ინარჩუნებს და დაახლოებით 10 სტატიის მომზადების შემდეგ დამბლოკეს, შემომთავაზეს წერა კულტურაზე გამეგრძელებინა, რაზეც მე უარი ვთქვი და სწავლა განვაგრძე საერთაშორისო, თანამედროვე მედეა მენეჯმენტის ფაკულტეტზე. ამჟამად საერთაშორისო ჯგუფთან ერთად ვმუშაობ სხვადასხვა პროექტზე. ცოტა ხნის წინ რედაქციაში მომცეს უფლება, რომ გამოვაქვეყნო ქართულენოვანი სტატიები იტალიის პოლიტიკური ქრონიკის სახით.

მიხარია, რომ ამ ფორმით მექნება საშუალება მოვახდინო ქართული დამწერლობის პოპულარიზაცია იტალიაში. ასევე ვმუშაობ პოლიტიკურ სტატისტიკებზე და ვემზადები ჟურნალისტთა კავშირში გასაწევრიანებლად.

დღეს, საერთაშორისო დონეზე ჟურნალისტიკის ტექნიკური ცივილიზაცია მეტნაკლებად თანასწორად მიმდინარეობს. პრობლემა ის არის, რომ მსოფლიო მედია ბაზარზე ჟურნალისტიკის ცივილიზაციას ასცდა თავად პროფესიონალი​ კადრიც და პოლიტიკურ წნეხში მოექცა.არაპროფესიონალიზმზე აღარ მაქვს საუბარი. ახალგაზრდებს ვურჩევდი, ჯერ კარგი განათლება მიიღონ და შემდეგ დაიწყონ წერა.

ჟურნალისტისთვის ყველაზე დიდი იარაღი სამართლიანი სიტყვაა. მიზანი ამართლებს საშუალებას, თუმცა მიზნის მისაღწევად ჟურნალისტმა ყველა საშუალება არ უნდა გამოიყენოს. წარსულზე და მომავალზე ფიქრში დრო არ უნდა დაკარგოთ, ბოლომდე დაიხარჯეთ დღევანდელი დღით.
გარდა ჟურნალისტური საქმიანობისა, იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საემიგრაციო განყოფილებაში ვმუშაობ. ასევე ვარ ორგანიზაცია “ჟალეთის” დამფუძნებელი და ბევრ საინტერესო პროექტს ვაკეთებთ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დიასპორა.