მათ! ვინც იტალიის რესპუბლიკაში ქირით ცხოვრობთ, ფრთხილად სატელეფონო ზარებთან! ხორციელდება ზარი და გეკითხებიან, რომელი კომპანიის ელექტრო ენერგიის მომხმარებელი ხართ. ამ კითხვის შემდეგ, ავტომატიურად გიკეთებენ განაცხადს, მრიცხველის შეცვლასთან დაკავშირებით და გადაყავხართ მომსახურების სხვა ქსელზე. პირობითად დაუდასტურეთ, რომ ხართ რომელიმე ელ.კომპანიის აბონენტი, პასუხის გაცემას, ვერაგულად, სათავისოდ იყენებენ.“ – წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქში იტალიის პროფკავშირების, საემიგრაციო საზოგადოება “ანოლფი“-ს ქართველი ოპერატორი ფიქირია კუჭუხიძე.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

Exclusivetv.ge ინფორმაციის დასაზუსტებლად ფიქირა კუჭუხიძეს დაუკავშირდა. როგორც ფიქრიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მსგავსი ტიპის ე.წ. თაღლითურ სქემებს და აბონენტების მოტყუებით გადამისამართების ხერხს, ელექტრო ენერგიის კერძო კომპანიები მიმართავენ. სამწუხაროდ, ამ სქემის ძირითადად სამიზნედ იტალიაში მცხოვრები უცხო ეროვნების მქონე ადამიანები არიან. ვინაიდან ენის ბარიერის გამო, აბონენტი ვერ ერკვევა ტექნიკურ ტერმინოლოგიაში, ამ სქემის პსხვერპლნი ხდებიან. როცა ოპერატორიი ურეკავს აბონენტს, სთხოვს იდენტიფიცირებას. აბონენტიც ავტომატურად უდასტურებს ვინაობას და სწორედ ამ დროს ხდება აბონენტის სახელმწიფო ელ. ენერგიის უწყებიდან კერძო კომპანიასთან გადამისამართება.

ფიქრია კუჭუხიძის თქმით, ხსენებული ფაქტი ერთ-ერთ ქართველ ოჯახს შეემთხვა, რის შემდეგაც ოჯახს 300 ევროს ოდენობის გადასახდელი დოკუმენტები მიუვიდათ.

თუმცა, როგოც კუჭუხიძემ აღნიშნა, პრობლემა მოგვარებადია და იტალიაში მცხოვრებ ქართველ ოჯახებს აფრთხილებს, არ გადაიხადონ ასეთი გაურკვევლი გადასახადები.

“უსწრაფესად მიმართეთ დასახმარებლად შესაბამის ორგანიზაციას. “ადიკონსუმ დი ჩიზლ.“-ს მე ვაგვარებ! მოაგვარე შენც!

ავტორი ხათუნა შარაძე