28 იანვრიდან Flydubai საქართველოს მიმართულებით ფრენებს ანახლებს. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან აცხადებენ.

უწყების ინფორმაციით, დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.

შეგახსენებთ, ავიაბაზრის სპეციალისტები ავიაბილეთების გაძვირებას პროგნოზირებენ. მათი განმარტებით, ფასის მოსალოდნელი ზრდა უკავშირდება ახალ წესებს და სტანდარტს, რასაც კოვიდ-უსაფრთხოება მოითხოვს და საკმაოდ მაღალხარჯიანია.

რაც შეეხება ფრენებს, სპეციალისტების თქმითვე, ქვეყნები ეტაპობრივად შირჩევა, პირველ რიგში, სავარაუდოდ, ევროპული ქვეყნებია, ასევე რამდენიმე სხვა მიმართულებაც, მათ შორის შანხაი, ტოკიო და დუბაი.

ცნობისთვის, ანალიტიკოსების რეკომენდაციით, პირველ ეტაპზე ავიაკომოპანიებს საქმიანობის დასაწყებად გარკვეული შეღავათები დასჭირდებათ. მათივე მტკიცებით, აუცილებელია, შეღავათი დაწესდეს ფრენებისთვის აუცილებელი ხარჯის შესამსუბუქებლად, საჭიროების შემთხვევაში, საწვავზე ხელმისაწვდომობაც უნდა გამარტივდეს, შემცირდეს ან გადავადდეს მოსაკრებელი და სხვა, რაც მიმდინარე ხარჯია, რომელსაც ავიაცია დამოუკიდებლად ჯერჯერობით ვერ გაუმკლავდება.