ყოფილი ფეხბურთელის, იტალიელი ლუიჯი სარტორის აგარაკზე მარიხუანის პლანტაცია აღმოაჩინეს, – ამის შესახებ BBC წერს.

ყოფილ სპორტსმენს შინაპატიმრობა აქვს მისჯილი. მისი და კიდევ ერთი თანამზრახველის, მარკო  >მანტოვანის სასამართლო პროცესი მომდევნო თვეში გაიმართება.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ჯამში, აღმოჩენილია 160 ძირი მცენარე, რომლისგანაც 2 კილოგრამამდე მარიხუანას დამზადებაა შესაძლებელი.

სამართალდამცველებს ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც აღმოაჩინეს, რომ მიტოვებულ კოტეჯში ელექტროენერგიის მოხმარება გაორმაგდა და თან შენობიდან შუქი ღამითაც გამოდიოდა.

ლუიჯი  სარტორმა საფერხბურთო კარიერა 2009 წელს დაასრულა.