ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში უკვე რამდენიმე კვირაა კორონავირუსზე ვაქცინაცია მიმდინარეობს. თუმცა, ამის მიუხედავად COVID-19-ზე აცრას თავისი მოწინააღმდეგეების ჰყავს.

კორონავირუსის ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი განსაკუთრებით გავრცელებულია საფრანგეთში. ფრანგთა მხოლოდ 40% არის მზად კორონავირუსზე ასაცრელად.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთისგან განსხვავებით, ვაქცინაციის მიმართ ნდომა გაცილებით დიდია. Der Spiegel-ის გამოკითხვების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის ორ მესამედს ვაქცინაცია სურს.

ვაქცინაციის მომხრეა იტალიელების 70%-იც. 12 იანვრის მდგომარეობით, იტალიაში 718,000-ზე მეტი ადამიანი აიცრა.

საფრანგეთის მსგავსად, ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილები ავსტრიაშიც. აქ ვაქცინაციის უშუალო სურვილი მხოლოდ 17%-მა გამოთქვა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან კორონავირუსით ყველაზე მეტად ესპანეთი დაზარალდა. სწორედ ამიტომ ესპანეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვაქცინაციის მომხრეა.