ევროპის რიგ ქვეყნებში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ყინვის გამო პარალიზებულია მოძრაობა, ასევე გაიზარდა ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი. ამის შესახებ Associated Press წერს.

პოლონეთში 11 წლის შემდეგ პირველად, ჰაერის ტემპერატურა -28 გრადუსზე დაბლა დაეცა. ვარშავაში რკინიგზის ლიანდაგი სიცივისგან გაიბზარა, რამაც მატარებლების მოძრაობა შეაფერხა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ჩეხეთის ბევრ რეგიონში ძალიან აცივდა, ტემპერატურა -20 გრადუსამდე ჩამოვიდა. ადგილობრივი სინოპტიკოსების მონაცემებით, წლის განმავლობაში 18 იანვრის ღამე ყველაზე ცივი იყო.

გერმანია და შვეიცარია დიდთოვლობამ მოიცვა. მაშველები გზებს ხეებისგან ასუფთავებენ, რომლებიც ყინვის გამო მოტყდა. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი.

ძალიან დიდი თოვლი მოვიდა თურქეთში, სტამბოლში მანქანების მოძრაობა პარალიზებულია.

გასულ კვირას, რეკორდულად დაბალი ტემპერატურა ესპანეთში დაფიქსირდა, ორი პროვინციაში ტემპერატურა -20 გრადუსზე დაბლა. განსაკუთრებით ციოდა ვალენსიაში, ბარსელონაში, სევილიასა და მურსიაში.