Eurocontrol-ის ანგარიშის მიხედვით, 41 ევროპულ ქვეყანას შორის საქართველოში საავიაციო ტრაფიკი ყველაზე მეტად შემცირდა. 2020 წელს საქართველოში 34 ათასით ნაკლები ფრენა შესრულდა, ვიდრე 2019-ში.

avianews.ge-ს ცნობით,მსოფლიოში 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ფრენების რაოდენობა 73%-ით იყო შემცირებული. ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებზე (საქართველო, ისრაელი, მაროკო) Eurocontrol-ი მიუთითებს, რომ მათთან საავიაციო ბაზრის „გამოცოცხლება“ ვერც ზაფხულის სეზონზე მოხდა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

Eurocontrol-ის ცნობით, ყველაზე ნაკლებად 2020 წელს ნორვეგია დაზარალდა, სადაც ფრენების რაოდენობამ 40%-ით დაიკლო. ყველაზე მეტი მგზავრი კი დიდმა ბრიტანეთმა დაკარგა. ამ ქვეყანაში მგზავრთნაკადი 1.3 მილიონით შემცირდა.