კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა ჯერ კი­დევ მკაც­რი კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში ცხოვ­რობს. ე.წ. ლო­ქ­და­უ­ნი, რო­მე­ლიც ბევრ ქვე­ყა­ნა­ში 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­მო­ცხად­და, ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა და უფრო მე­ტიც, ბევ­რმა უფრო მე­ტად გა­ამ­კაც­რა შე­ზღუდ­ვე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­მო­ღე­ბულ წე­სებს თან ახ­ლავს სა­ზო­გა­დე­ო­ბის მხრი­დან პრო­ტეს­ტი.

ვნა­ხოთ, რო­გო­რია ვი­თა­რე­ბა ამ დრო­ის­თვის ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

  • საფ­რან­გე­თი

დე­კემ­ბრი­დან საფ­რან­გეთ­ში ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი მოქ­მე­დებ­და, რაც კრძა­ლავ­და გა­და­ად­გი­ლე­ბას სა­ღა­მოს 20:00-დან დი­ლის 6:00 სა­ა­თამ­დე. 16 იან­ვრი­დან ეს წესი კი­დევ უფრო გამ­კაცრ­და და ახლა “კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი” სა­ღა­მოს 18:00 სა­ა­თი­დან იწყე­ბა – ამ დროს მა­ღა­ზი­ე­ბი, ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­კე­ტი­ლი უნდა იყოს და ყვე­ლა უნდა იყოს სახ­ლში.

ასე­ვე, ყვე­ლა ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც საფ­რან­გეთ­ში ევ­რო­კავ­ში­რის რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნი­დან შევა, სა­ზღვარ­ზე უნდა წა­რად­გი­ნოს დო­კუ­მენ­ტი, სა­დაც წე­რია, რომ კო­ვიდ უარ­ყო­ფი­თია, ამას­თა­ნა­ვე უნდა გა­ი­ა­როს 7-დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი. ბა­რე­ბი რეს­ტორ­ნე­ბი, თე­ატ­რე­ბი, კი­ნო­თე­ატ­რე­ბი და სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბი და­კე­ტი­ლი რჩე­ბა. რო­გორც “ბლუმ­ბერ­გი” წერს, შე­საძ­ლოა, საფ­რან­გეთ­ში კა­რან­ტი­ნის წე­სე­ბი კი­დევ უფრო გა­ამ­კაც­რონ, რაც ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მის გავ­რცე­ლე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.

ამ დრო­ის­თვის ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 3 მი­ლი­ონ­ზე მეტი შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, რო­მელ­თა შო­რი­საც, 73 494 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

  • დიდი ბრი­ტა­ნე­თი

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში “ლო­ქ­და­უ­ნის” წე­სე­ბი კი­დევ უფრო გამ­კაცრ­და მას შემ­დეგ, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი, ბრი­ტა­ნუ­ლი ვა­რი­ან­ტი გავ­რცელ­და, რო­მე­ლიც უფრო გა­დამ­დე­ბია. ყო­ვე­ლი­ვემ კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აი­ძუ­ლა უფრო მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი და­ე­წე­სე­ბი­ნა. გამ­კაც­რე­ბუ­ლი წე­სე­ბი 5 იან­ვრი­დან მოქ­მე­დებს. ადა­მი­ა­ნებს აქვთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ იმუ­შა­ონ სახ­ლე­ბი­დან, სკო­ლე­ბი­სა და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ობს, და­ხუ­რუ­ლია ბა­ღე­ბი. სა­ვალ­დე­ბუ­ლოა 2-მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ამ დრო­ის­თვის გა­მოვ­ლე­ნი­ლია 3,6 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა, რო­მელ­თა შო­რი­საც 98 531 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

  • გერ­მა­ნია

გერ­მა­ნი­ამ გა­ა­ხან­გრძლი­ვა და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი. ქვეყ­ნის მას­შტა­ბით კა­რან­ტი­ნის მკაც­რი წე­სე­ბი 16 დე­კემ­ბრი­დან მოქ­მე­დებს. და­ხუ­რუ­ლია მა­ღა­ზი­ა­ე­ბი, სა­ლო­ნე­ბი, სკო­ლე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, ბა­რე­ბი, და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ცენ­ტრე­ბი. გერ­მა­ნი­ის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი იან სპე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­გე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. რო­გორც ის აცხა­დებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­და­რე­ბით შემ­ცი­რე­ბუ­ლია, შე­ზღუდ­ვე­ბი ამ ეტაპ­ზე მა­ინც აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

გერ­მა­ნი­ა­ში ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის დღი­დან ამ დრომ­დე 2,1 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, რო­მელ­თა შო­რი­საც 53 402 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

  • სა­ბერ­ძნე­თი

სა­ბერ­ძნე­თი იმ ქვეყ­ნე­ბის რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, სა­დაც შე­ზღუდ­ვე­ბი შე­და­რე­ბით შემ­სუ­ბუქ­და. მა­გა­ლი­თად, გა­იხ­სნა ბა­ღე­ბი და და­წყე­ბი­თი სკო­ლე­ბი. ქვე­ყა­ნა კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში ნო­ემ­ბრი­დან ცხოვ­რობს და ამ დრომ­დე მოქ­მე­დებს “კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი” – 22:00 სა­ა­თი­დან 5:00 სა­ათ­მა­დე პე­რი­ოდ­ში.

“ლო­ქ­და­უნ­მა” შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და ახლა ზო­გი­ერთ შე­ზღუდ­ვას ხსნი­ან. მთავ­რო­ბა ამ ეტაპ­ზე გა­ნი­ხი­ლავს გახ­სნან თუ არა მა­ღა­ზი­ე­ბი და სხვა ბიზ­ნე­სე­ბი. გეგ­მის მი­ხედ­ვით, სა­შუ­ა­ლო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი საკ­ლა­სო ოთა­ხებს პირ­ვე­ლი თე­ბერ­ვლი­დან და­უბ­რუნ­დე­ბი­ან. სა­ბერ­ძნეთ­ში სა­ერ­თო ჯამ­ში, ვირუ­სის 152 412 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლი­ნი­ლი, რო­მელ­თა შო­რი­საც, 5 671 გარ­და­იც­ვა­ლა.

  • იტა­ლია

იტა­ლი­ა­ში სა­შუ­ა­ლო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი საკ­ლა­სო ოთხებს და­უბ­რუნ­დნენ, თუმ­ცა მთე­ლი რიგი შე­ზღუდ­ვე­ბი­სა კვლავ მოქ­მე­დებს. მათ შო­რის, “კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი” 22:00 სა­ა­თი­დან 5:00 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­ში. ქვეყ­ნის 20 რე­გი­ონს შო­რის მოგ­ზა­უ­რო­ბა 15 თებრვლამ­დე აკ­რძა­ლუ­ლია. პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა – რო­გორც ღია, ასე­ვე და­ხუ­რულ სივ­რცე­ში მთე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მოს­წავ­ლე­ებს, ისი­ნი სკო­ლის შე­ნო­ბებს და­უბ­რუნ­დნენ, თუმ­ცა გაკ­ვე­თილ­ზე ჯგუ­ფე­ბად იყო­ფი­ან ისე, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყოს. იტა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 2,4 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს. ვირუ­სით 85 881 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

  • ეს­პა­ნე­თი

კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ეს­პა­ნეთ­შიც გრძელ­დე­ბა. იქ “კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი” 2021 წლის მა­ი­სამ­დეა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. რე­გი­ო­ნულ ლი­დე­რებს აქვთ უფ­ლე­ბა, რომ თა­ვად და­ად­გი­ნონ “კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის” პე­რი­ო­დი, ასე­ვე აკ­რძა­ლონ ადა­მი­ა­ნე­ბის შეშ­ვე­ბა რე­გი­ო­ნულ სა­ზღვრებ­ზე. ექვს წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა ად­მა­ი­ა­ნი ეს­პა­ნეთ­ში ვალ­დე­ბუ­ლია, ეკე­თოს პირ­ბა­დე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, ასე­ვე სხვა და­ხუ­რულ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში. პირ­ბა­დე ეს­პა­ნე­თის ბევრ რე­გი­ონ­ში გარე სივ­რცე­შიც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა.

ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის დღი­დან ამ დრომ­დე ქვე­ყა­ნა­ში 2,6 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი და 56 208 პა­ცი­ენ­ტი გარ­დაც­ვლი­ლია.

  • პორ­ტუ­გა­ლია

15 იან­ვარს პპორ­ტუ­გა­ლი­ა­ში “ლო­ქ­და­უ­ნი“ გა­მო­ცხად­და და ეს 2020 წლის მა­ი­სის შემ­დეგ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა ამ ქვე­ყა­ნა­ში მკაც­რი წე­სე­ბი შე­მო­ი­რეს. სა­ვალ­დე­ბუ­ლოა დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ო­ბა, და­კე­ტი­ლია მა­ღა­ზი­ე­ბი, კა­ფე­ე­ბი და რეს­ტორ­ნე­ბი. ღია რჩე­ბა სკო­ლე­ბი. შე­ზღუდ­ვე­ბი სულ მცი­რე ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა, თუმ­ცა ყო­ველ ორ კვი­რა­ში გა­და­ი­ხე­დე­ბა.

ამ დრო­ის­თვის პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში 643 113 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, რო­მელ­თა შო­რი­საც 10 721 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

  • ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო

ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­ში კა­რან­ტი­ნის მკაც­რი წე­სე­ბი მოქ­მე­დებს, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბამ 9 თე­ბერ­ვლამ­დე გა­ხან­გრძლივ­და. და­ხუ­რუ­ლია არა­უ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბი, სა­ლო­ნე­ბი, სპორტდარ­ბა­ზე­ბი, კი­ნო­თე­ატ­რე­ბი, ასე­ვე სკო­ლე­ბი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ურ­ჩევს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ 31 მარ­ტამ­დე არ და­გეგ­მონ მოგ­ზა­უ­რო­ბა. ყო­ვე­ლი­ვეს ქვე­ყა­ნა­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა, დე­მონ­სტრან­ტე­ბის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­შა­ლეს და ათო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის დღი­დან ამ დრომ­დე ქვე­ყა­ნა­ში 952 950 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი და მათ შო­რის 13 579 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

  • და­ნია

შე­ზღუდ­ვე­ბი 7 თე­ბერ­ვლამ­დე გა­ა­ხან­გრძლი­ვეს და­ნი­ა­შიც. და­კე­ტი­ლია ყვე­ლა სა­ხის მა­ღა­ზია გარ­და აფ­თი­ა­ქე­ბი­სა და სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი­სა. და­ხუ­რუ­ლია სკო­ლე­ბი და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა სახ­ლი­დან მუ­შა­ობს. სა­ჯა­რო სივ­რცე­ში დაშ­ვე­ბუ­ლია მაქ­სი­მუმ 5 ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა და პირ­ბა­დე სა­ვალ­დე­ბუ­ლოა და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში.

და­ნი­ა­ში ვირუ­სის 195 296 შემ­თხვე­აა აღ­წე­რი­ლი, რო­მელ­თა შო­რი­საც 2 010 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

  • შვე­დე­თი

შვე­დე­თი დიდი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში თავს არი­დებ­და შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას, თუმ­ცა 10 იან­ვრი­დან ამოქ­მედ­და სა­გან­გე­ბო კა­ნო­ნი. რო­მე­ლიც მთავ­რო­ბას აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას და­ა­წე­სოს კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო შე­ზღუდ­ვე­ბი. აქამ­დე შვე­დე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძი­რი­თა­დად რე­კო­მენ­და­ცი­ებს გას­ცემ­და. ახლა მთავ­რო­ბას შე­ეძ­ლე­ბა შე­ზღუ­დოს ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბა მა­ღა­ზი­ებ­ში, სხვა­დას­ხვა სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ასე­ვე წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში მო­ქა­ლა­ქეს და­ა­კის­როს ჯა­რი­მა.

შვე­დეთ­ში “ლო­ქ­და­უ­ნი” გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა ზო­გი­ერთ ქა­ლაქ­ში მოქ­მე­დებს ისე­თი სე­ზღუდ­ვე­ბი რო­გო­რე­ბი­ცაა მა­გა­ლი­თად ერთ სივ­რცე­ში 10 კაც­ზე მე­ტის ყოფ­ნა, დის­ტან­ცი­ის დაც­ვა სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გახ­და სა­ვალ­დე­ბუ­ლო. შვე­დეთ­ში ამ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სის 547 166 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, ვირუ­სით 11 005 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბამ 100 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა, მათ შო­რის 2,1 მი­ლი­ო­ნი პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 72,3 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

წყარო ambebi.ge