ევროკავშირი ვაქცინაციასთან დაკავშირებით ელექტრონული სერთიფიკატების შემოღებაზე შეთანხმდა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ევროგაერთიანების ვირტუალური სამიტის პირველი დღის შეჯამებისას განაცხადა.

ელექტრონული სერთიფიკატის საკითხი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ევროგაერთიანების სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრაზე.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

მერკელის თქმით, გერმანიას თავის მხრივ, ვაქცინაციის ეროვნული სერთიფიკატი ექნება.

ევროკავშირი ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოებაზე ნებართვების გაცემის დაჩქარებას გეგმავს. მანამდე ევროპელი პოლიტიკოსებ ხანგრძლივ ბიუროკრატიულ პროცესებს აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ ევროპაში პანდემიის უკიდურესად გამწვავება, სწორედ ბიუროკრატიამ და დაგვიანებულმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია.