ესპანეთის მოსახლეობის 82,9% მზად არის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტაროს. კვლევის შედეგებს ქვეყნის

სოციოლოგიური კვლევების ცენტრი (CIS) ავრცელებს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ეს 10,4 პროცენტული პუნქტით მეტია ვიდრე 2021 წლის იანვარში.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა წლის პირველ თვეებში 16,5%-დან 6,5%-მდე შემცირდა. ამასთან, ვაქცინას “არ ენდობა” გამოკითხულთა 31,2%, 18,5%-ს კი გვერდითი მოვლენების ეშინია.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში, 2020 წლის დეკემბრის ბოლოდან მოსახლეობის ვაქცინაციის კამპანია დაიწყო. მას შემდეგ კომპანიების Pfizer, Moderna ან AstraZeneca ვაქცინების 2.7 მილიონი დოზა იყო შეყვანილი. 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა პრეპარატის სრული კურსი მიიღო, რომელიც ვაქცინის ორი ინიექციისგან შედგება.

ესპანეთში პანდემიის დასაწყისიდან კორონავირუსული ინფექციის 3,1 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. COVID-19-ით 66 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა