ესპანეთში ქართული სახლის საჯარო უწყების თანახმად 2021 წლის 1 იანვრიდან ესპანეთში ლტოლვილთა და მიგრანტთა ჩაბარების წესები და პროგრამები შეიცვალა, წყაროდ მოყვანილ ესპანურ სტატიაში განმარტებულია რომ ლტოლვილთა და მიგრანტთა ჩაბარების პროგრამა შეიცვალა და აღარ არის პირველი და მეორე ეტაპები.

2021 წლის 1 იანვრიდან პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ ერთ ფაზას. ეს ნიშნავს იმას, რომ მეორე ეტაპი, რაც ითვალისწინებდა ბინაში გადასვლას დამოუკიდებლად, აღარ იქნება.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ქართული სახლის შეფასებით და პროგნოზით კი: ,,როგორ განვითარდება მოვლენები 6 თვის მერე შევიტყობთ , რადგან ეს დადგენილება ჯერ ახალია და სულ მხოლოდ ერთი თვე გავიდა მისი ამოქმედებიდან.

საქართველო, უსაფრთხო ქვეყნებს შორისაა და უმრავლსობას ნეგატიური პასუხი მოსდის.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ვერ ჩამოვთვალეთ, ვიცი ყველა მიხვდება რისი თქმაც მინდა და ცოტა სიფრთხილით მოეკიდება ახლობლების და ნაცნობების მოტყუებას. ისედაც გაჭირვებაში მყოფი ადამიანების უკიდურეს გაჭირვებაში დაპატიჟებას.” -ნათქვამია ქართული სახლის განცხადებაში.