მაროკოული წარმოშობის სავარაუდო ქურდი ძარცვის მცდელობისას ქართველმა მამაკაცმა სახეში დანით რამდენჯერმე დაჭრა. ამის შესახებ ესპანური გამოცემები წერენ.

მათივე ინფორმაციით შემთხვევა წინა შაბათს მოხდა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

შემთხვევა სანტა კოლომას (Santa Coloma de Gramenet, მუნიციპალიტეტი ბარსელონის პროვინციაში) ერთ-ერთ უბანში მოხდა, Mossèn Jacint Verdaguer-ის ქუჩაზე, ბაზრის სიახლოვეს. როდესაც მაროკოელი წარმომავლობის პირმა მორიგი გამვლელის გაძარცვა სცადა, დაზარალებულმა მამაკაცმა, რომელიც ქართველი აღმოჩნდა, მძარცველს წინააღმდეგობა გაუწია.

ვიდეოში ჩანს, როგორ ტოვებს თავდასხმის ადგილს სახე დასისხლიანებული თავდამსხმელი და ტროტუარზე ჯდება.

დაზარალებული მას მისდევს, თუმცა გამვლელები აკავებენ.

Წყარო პრაიმტაიმი