ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუკი კორონავირუსის საწინააღმდეგო ახლად აღმოჩენილმა პრეპარატმა მოლნუპირავირმა გაამართლა ეს იქნება უფრო დიდი აღმოჩენა ვიდრე ვაქცინა.

თუმცა, ცერცვაძის განმარტებითვე, ვირუსის დასამარცხებლად როგორც ვაქცინა ასევე პრეპარატი თანაბრად მნიშვნელოვანია.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

„მოლნუპირავირი 24 საათში წყვეტს ვირუსის რეპლიკაციას და გადაცემას და თუ მას მივცემთ კოვიდავადმყოფს ამ პრეპარატმა ავტორების აზრით, ეს ჯერ საბოლოოდ დადგენილი არ არის, რამოდენიმე ეფექტი უნდა მივიღოთ ერთი თვითონ დამძიმებისგან დაიცავს ავადმყოფს და მეორე აღარ მოხდება ვირუსის გადაცემა სხვაზე, ანუ პიროვნება რომელიც ამ მედიკამენტს მიიღებს გადამდები აღარ იქნება. რადგან მის ორგანიზმში ვირუსის გამრავლება დაიბლოკება და ის ვეღარ დაასნებოვნებს სხვა პიროვნებას.

მაგრამ ამაზე ჯერ მეორე და მესამე კვლევის ფაზა მიმდინარეობს და ეს დადასტურდება თუ არა უცნობია, ეს ყველაფერი ჯერ წინასწარი ინფორმაციაა. თავის დროზე რემდესივირზეც ასე იყო, ფიქრობდნენ, რომ ყველას განკურნავდა, სიკვდილიანობას შეამცირებდა, მაგრამ რემდესივირმა ეს ნაწილობრივ გაამართლა.

ოღონდ ზუსტად არ არის ჯერ ცნობილი, ინფიცირებიდან რამდენ დღეშია ეფექტური პრეპარატი, მაგრამ სავარაუდოდ 10 დღის შემდეგ არ იქნება ეფექტური. თუკი დაავადებული ავადმყოფი პირველ დღეებში მიიღებს ამ მედიკამენტს მაშინ ორი ეფექტია მოსალოდნელი, ეს ავადმყოფი აღარ დამძიმდება და შესაბამისად არც მოკვდება და მეორე ის ვერ გადასდებს ვირუსს სხვას, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

ასეთი პრეპარატი მსგავსი შედეგით ჯერ არ ყოფილა და ეს რომ დადასტურდეს, იქნება უფრო დიდი აღმოჩენა და უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ვაქცინა. რადგან ეს მედიკამენტი მოარჩენს იმას ვინც ინფიცირებულია და არ გადაეცემა იმათ ვისაც ვირუსი არ აქვთ.

შესაძლოა ასეთი შედარება არასწორი იყოს, ვაქცინას სხვა დანიშნულება აქვს, რომ აიცრას მთელი მოსახლეობა, მაგრამ ვაქცინით მთლიანად ვერ მოერევით ვირუსს ყველა არ აიცრება, ვინც აიცრება ყველას არ განუვითარდება იმუნიტეტი, ამიტომ რომ მოვსპოთ მთლიანად ვირუსი აუცილებელია ორივე, პრეპარატიც და ვაქცინაც“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.