“მგონია, რომ ვირუსი დაახლოებით ერთ წელიწადში დაამთავრებს თავის ბიოლოგიურ ციკლს და ის იქცევა ალბათ, როგორც სეზონურ ვირუსად”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

შესაძლოა ვაქცინაცია მხოლოდ სეზონურად დასჭირდეს მოსახლეობის ნაწილს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

“თუ წელს მოსახლეობის 60-70% აიცრა, დიდი ალბათობით, ჩვენ ჩვეულებრივ ცხოვრებას თანდათან უნდა დავუბრუნდეთ. აუცილებელია ის ღონისძიებები, რომლებიც დღეს ტარდება, როგორიც არის პირბადის ტარება, დისტანციის და ამ ჰიგიენური პირობების დაცვა. უკვე ჩვენთან 75%-ზე ავიდა პირბადის ტარება და 95%-ზე თუ ავიყვანეთ, მხოლოდ ამით ჩვენ ახლა პროგნოზირება, რომ კეთდება ერთ-ერთ დიდ ინსტიტუტთან ერთად, მაისისთვის ჩამოვალთ, რომ დღეში გვექნება 7-დან 30-40 შემთხვევამდე, გარკვეულ მცირე შეზღუდვებთან ერთად. ვფიქრობ, რომ ვაქცინა სერიოზულ გარღვევას შეიტანს და ალბათ, ამ წლის შუაში პირდაპირმოქმედი წამალიც იქნება.

ერთი წელი ჩვენ მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით ცხოვრება – ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე”, – განაცხადა გამყრელიძემ “პალიტრანიუსთან” ინტერვიუში.