14 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი ეხმაურება. საყვარლიშვილი აცხადებს, რომ ახალგაზრდებს სექსი ქორწინებამდეც შეიძლება რომ ქონდეთ და ამის გამო “14 წლის ბავშვს ცემაში არ უნდა კლავდნენ”.

ხალხი რას იტყვის, ხალხი რას იტყვის! ამ ხალხი რას იტყვის გამო, ცემაში კლავდნენ 14 წლის ბავშვს. ნეტავ როდის ვნახავ საქართველოს და ქართველ ხალხს მენტალურად შეცვლილს! დღეს, თანამედროვე ბავშვები მალე მწიფდებიან და მალე ხდებიან სქესობრივად აქტიურები. ზუსტად არ ვიცით ხომ, იმ 23 წლის ბიჭმა ნამდვილად გააუპატიურა თუ მათ სიყვარულით გააკეთეს ყველაფერი?!

თუ გაუპატიურება იყო მაშინ ის ბიჭი ციხეშია ამოსალპობი, ხოლო თუ ერთმანეთი უყვარდათ, დიდი ამბავი რომ ქორწინების გარეშე სექსი ჰქონდათ. გოგონა უფრო მალე მწიფდება ვიდრე ბიჭი. არ „ტეხავს“, რომ ჩვენს შვილებს ქორწინების გარეშე ჰქონდეთ სექსი. ადამიანს როგორც ჭამა უნდა, სმა, ისე უნდა სექსი. ეს არის ბუნებრივი მოვლენა და სირცხვილი არ არის!

აბა, ის არის კარგი, ამის გამო 14 წლის ბავშვს რომ ვკლავთ? წინ ხომ დიდი და ლამაზი ცხოვრება ელოდებოდა. კარგით რა ხალხო, გეყოთ! გამოდით მაგ საბჭოური, ჩაკეტილი აზროვნებიდან. ქალიშვილობა არაფერია, მთავარი ბედნიერებაა. 21-ე საუკუნეში ტეხავს იმაზე ფიქრი, რომ ქალიშვილი მოიყვანოს შვილმა ცოლად და თუ ქალი ქალიშვილი არ არის, ესეიგი ბოზია!

ასეთი აზროვნებით შორს ვერ წავა ჩვენი ქვეყანა. მიეცით უფლება თქვენს შვილებს, რომ ქორწინებამდე ჰქონდეთ სექსი და თავად გადაწყვიტონ, გათხოვდებიან თუ არა! პატიოსნება ქალიშვილობით არ გამოიხატება! ბევრი ქალიშვილი ვიცი, რომელიც ათასგვარ უზენო საქციელს სჩადის. სექსის გამო ადამიანს ვკლავთ და სიცოცხლეს ვუსპობთ.

მე არ მინდა ასეთ საზოგადოებაში ცხოვრება. იმედია, ნელ-ნელა სოფლებშიც შეიცვლება აზროვნება და ქალი თავად გადაწყვეტს თავის ბედს. ვიცი ბევრს არ მოეწონება ჩემი აზრი, ბევრიც გაბრაზდება ამ პოსტზე, მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე ვიქნები, სექსის გამო ბავშვებს არ უნდა ვკლავდეთ!“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

შეგახსენებთ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში 9 თებერვალს 14 წლის მოზარდმა თავი მოიკლა.

10 თებერვალს პოლიციამ ნ. ტ. დააკავა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლით წარედგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სამართალდამცავებმა ასევე დააკავეს გარდაცვლილის ბაბუაც. როგორც დედა ამბობს, ბაბუა შვილიშვილზე ხშირად ძალადობდა.