გაიცანით ლალი ნიაზაშვილი და მისი ფერადი თოჯინები. მათი შექმნის იდეა პანდემიის დასაწყისში გაუჩნდა და მას შემდეგ, კოლექციაში ათეულობით თოჯინამ მოიყარა თავი. ის იტალიაში ფლორენციაში ცხოვრობს.

თავისუფალი დრო ხელსაქმეს გაჰყავს. თოჯინებს ხშირად იტალიელ ბებოსთან ერთად ქმნის. დროის გასაყვანად მოფიქრებული საქმე მათთვის სულიერი განტვირთვის საუკეთესო საშუალებად იქცა. ლალი ნიაზაშვლი ფანდურზეც უკრავს და იტალიელ ბებოს ქართულ სიმღერებსაც ასწავლის.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ცოტა ხნის წინ, ქართველი ემიგრანტის ხელნაკეთი თოჯინებით ბელგიელი კოლექციონერი დაინტერესდა. მან 15 თოჯინა შეიძინა. ქალბატონ ლალის ამ ფაქტმა კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მისცა და ნამუშევრების დახვეწა განაგრძო.

,,დავკარგე სახლი, მომიწია ქვეყნის დატოვება… პირველი პერიოდი სირთულეებით სავსე აღმოჩნდა. ვეძებდი საშუალებებს, რაც ნოსტალგიას შემიმსუბუქებდა. პანდემიის რთული დღეები ხელსაქმემ გამიადვილა. ეს პერიოდი მე და იტალიელმა ბებომ მხიარულებით გადავფარეთ, თოჯინებმა გაგვიფერადეს ყოფა და დღემდე ასე გრძელდება“,- ამბობს ინტერვიუში ლალი ნიაზაშვილი.

როგორ გადააქვს საკუთარი განწყობა და ემოციები ხელსაქმეში, რა არის შთაგონების წყარო და როგორ მოაწყო სახლში თოჯინების თეატრი – ნახეთ ვიდეობლოგ ,,მედიატორის“ რუბრიკაში ,,ემიგრანტული ამბები“.

წყარო kartuli.kvira.ge