28 თებერვალს ნამახვანში მორიგი დიდი აქცია გაიმართებს. საბერძნეთში მყოფი ემიგრანტის, “ემიგრანტთა სახლის” ხელლმძღვანელის, დარეჯან ღამბაშიძის თქმით, საქართველოდან შრს მყოფი ქართველები მხარს უჭერენ აქციას და ერთიანდებიან ნამახვანის დასაცავად.

ჩემო ემიგრანტებო, კვლავ გახსენებთ ,კვირას 12 საათზე ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოში მიმდინარე აქციას “არა ნამახვანჰესს” მათი მხარდაჭერით და თანადგომით ,თვითოეულმა ჩვენთაგანმა, ჩვენი წილი სამშობლო უნდა გამოვისყიდოთ!

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

მოგმართავთ ათენში მყოფ ყველა ემიგრანტს: შემოქმედებს, მწერლებს, პოეტებს, ექიმებს, იურისტებს, მუსიკოსებს,და ყველა იმ ინელექტუალებს, ვისთვისაც ძვირფასია თითო გოჯი მიწა ,რომელსაც თქვენ პატარა ნაჭერში გამოკრულს ატარებთ და რომელმაც არაერთხელ დაგიცვათ.
მხრებით შევუდქეთ, თქვენს საფიცარ სამშობლოს, რომელსაც თქვენს ლექსებში და სიმღერებში ანსხეულებთ, ჩვენ არა გვაქვს გაჩუმების და სირაქლემას პოზაში ყოფნის უფლება. ვინ, თუ არა ჩვენ !

ასევე ღიად მივმართავ ჩვენი “ემიგრანტის სახლის” წარმომადგენლებს, ქართული სახელმწიფო ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში და ის არავის უნდა დავანებოთ. ყველა ქვეყნის ქართველო ემიგრანტებო შემოგვიერთდით!.
“ქართული მიწა სახელმწიფოს საკუთრებაა და არ იყიდება”!
ზვიად გამსახურდია.

“ქართული სახლი” პლატია ვიქტორია 2 პირველი სართული ტელ 6996420101