უამინდობა იტალიაში: თოვლი ზოგ რეგიონში, ზოგიერთ პროვინციაში დაიხურა სკოლები, მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები

მოყინული გზები უბედურ შემთხვევას იწვევს პიემონტში, სადაც თოვლის საფარი რეგიონის დაბლობშიც მოვიდა, ხოლო ტემპერატურა ნულს ქვევით დაეცა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

კუნოეს პროვინციაში მობილიზებულია 118 და პოლიცია და მეხანძრეები.

აღმოსავლეთიდან შემომავალი ცივი ჰაერი ტემპერატურის ვარდნას იწვევს, ხოლო ნულოვანი ტემპერატურის პირობებში 13-15 გრადუსი დაბალია 1500 მეტრზე. ტურინში, არპას მთაში, გარემოს დაცვის რეგიონალური სააგენტო ზვავ საშიშროებაზე საუბრობს.

თოვს უმბრიის უმეტეს ნაწილში. თუმცა, ამ დროისთვის განსაკუთრებული შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

მონტი დაუნიდან გარგანომდე, თოვს მთელ პროვინციაში და ზოგიერთმა მუნიციპალიტეტმა სკოლების დახურვა გადაწყვიტა. მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.

თოვს პულიის რეგიონის ყველაზე მაღალ ქალაქ მონტელეონეშიც. ასევე ფაეტოზე, ბიკარზე და ალბერონაზე და გარგანოს ჩრდილოეთით. სკოლები დაკეტილია ბიკარში, სან ჯოვანი როტონდოში, სან მარკოში ლამისსა და მონტე სანტ-ანჯელოში.

უამინდობაა მოლისეს დიდ ნაწილში, სადაც სამოქალაქო დაცვის რეგიონულმა სამსახურმა დღეს “ნარინჯისფერი” გაფრთხილება გასცა. ღამით პირველი თოვლი მოვიდა კამპობასოსა და მიმდებარე გორაკებზე.

ავტორი ხათუნა შარაძე
წყარო exclusivetv.ge