იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ახალი შტამის მზარდი სტატისტიკის გამო, დიდი ბრიტანეთიდან ფრენები იტალიამაც აკრძალა. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა.

ბრიტანეთთან მიმოსვლის აკრძალვას ასევე გეგმავენ საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები და ისრაელი.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

დიდი ბრიტანეთიდან ფრენები უკვე აიკრძალა ნიდერლანდებსა და ბელგიაშიც.

შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა მიმდინარე კვირაში აღმოაჩინეს. COVID-19-ის ახალი სახეობა ასევე გამოვლინდა სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაშიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ COVID-19-ის ახალი სახეობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, უფრო გადამდებია.