ბერძნული მედიის ინფორმაციით, დღეიდან ქვეყანაში ახალი ზომები შევიდა ძალაში. საუბარია იმ კაფეებსა და რესტორნებზე, რომლებიც ამ დრომდე მუშაობენ Take Away-ს, ანუ წაღების მეთოდით.

კერძოდ, დღეიდან იკრძალება მომხმარებელთა გაჩერება როგორც შიდა, ასევე გარე ტერიტორიებზე. ანუ კლიენტი უნდა მივიდეს, წამოიღოს შეკვეთილი პროდუქტი და მაშინვე დატოვოს იქაურობა, რათა არ შეიქმნას ხალხით გადატვირთულობა.

აღნიშნული შეზღუდვა ეხებათ როგორც წითელ ზონებს, ასევე საშუალოდ მძიმე ეპიდემიოლოგიური (ყვითელი) მდგომარეობის მქონე რეგიონებს.

ამრიგად, სხვადასხვა კაფეებთან, სასურველი პროდუქტის შეძენის შემდეგ დადგომა და ადგილზე გაჩერება ამიერიდან იკრძალება და ითვალისწინებს ჯარიმას, 300 ევროს ოდენობით ინდივიდუალურ პირებზე.

როგორც მედია წერს, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ კომპანიებსაც და კანონდარღვევის შემთხვევაში, დაჯარიმდებიან 3.000 ევროთი.

წყარო georgians.gr