პირველი იანვრიდან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ამოქმედდა. შესაბამისად, შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, რაც აქამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციებში შედიოდა, ახალშექმნილი სააგენტო შეასრულებს.

მათ შორის არის პროფესიული უნარების განვითარება, მომზადება-გადამზადება, სტაჟირება, სუბსიდირება, კონსულტაციები და კარიერის დაგეგმვა. ამავე სააგენტოს უფლებამოსილება იქნება ცირკულარული მიგრაციის საკითხების მართვა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი კადრების გადამზადება და უცხოეთში ლეგალური დასაქმება მოხდება.