მარტვილში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ბრალად დედის მკვლელობის მცდელობა ედება. 1992 წელს დაბადებულ პირს ოჯახის წევრებთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა საკუთარ დედას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.