საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს, ყველანაირი პროტოკოლის დაცვით, სახლში მკურნალობს.

,,მიმდინარე წლის 23 იანვარს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ, თვითიზოლაციაში გადავედი. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, გავიკეთე PCR ტესტი. შედეგად, COVID-19 ინფექცია მეც დამიდასტურდა. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ. ყველანაირი პროტოკოლის დაცვით, სახლში ვმკურნალობ. იმედს ვიტოვებ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდები.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რისკების თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები”, – წერს ზალკალიანი ,,ფეისბუქის” გვერდზე.