ზუსტად ერთი წლის წინ ჩინეთის ტელევიზიამ იქამდე უცნობი და ამჟამად COVID-19-ის სახელით ცნობილი ვირუსის შესახებ ინფორმაცია პირველად გაავრცელა.პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 88 984 282 შემთხვევა გამოვლინდა, 1 915 657 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 49 497 489 – გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 21 871 822 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 368 932 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

სტატიის სრულიად წასაკითხად დააჭირეთ ქვემოთ მითითებულ ფოტოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.

19 დეკემბერს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი სახეობა გამოავლინეს.